xis-samushaoebi

ხის სამუშაოები

ხე უნიკალური, ეკოლოგიურად სუფთა, უძველესი და დღემდე ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მასალაა. მისგან უამრავი სხვადასხვა დანიშნულების ნივთის გაკეთებაა შესაძლებელი. ფანტაზია და შესაძლებლობები შეუზღუდავია. „ორიგინალი“ გთავაზობთ ხის მასალაზე შესასრულებელი სამუშაოების ფართო სპექტრს. თუ გსურთ ორიგინალური, სოლიდური და დასამახსოვრებელი

საჩუქარი გაუკეთოთ ახლობელს, გამოიყენეთ ეს შანსი: ხეზე ამოტვიფრეთ სასურველი წარწერა, ემბლემა, ნახატი. გრავირებული ხე გამოიყენება აბრებისთვის, საყოფაცხოვრებო ან საკანცელარიო ხის ნივთების დეკორისთვის, ტრაფარეტებისთვის. შეგიძლიათ ხის ავეჯის ექსკლუზიური დიზაინიც დაგვიკვეთოთ. ჩვენი პროფესიონალიზმის და თანამედროვე დანადგარების წყალობით სწრაფად და ხარისხიანად შევასრულებთ თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას.

georgian flag Tel.: (+995) 32 2 38 67 89; 32 2 21 24 96; 32 2 21 24 97; E-mail: info@original.ge
© 2024 Original.ge