tvini

გრაფიკული დიზაინი რაციონალური და ირაციონალური ტენდენციების საოცარი მიქსტურაა. ის საშუალებას გაძლევს ანალიტიკური უნარი შეახამო მგრძნობელობასთან და ინტუიტურ შემეცნებასთან, ისე, რომ ეს უკანასკნელნი ერთმანეთთან წინააღმდეგობაში არ მოვიდნენ. გრაფიკული დიზაინი არის შესაძლებლობა დაბადო ახალი რეალობა, გაიაზრო წარსული ან თუნდაც მეხსიერების რეფორმაცია მოახდინო. გრაფიკული დიზაინი ნიშნებით და სიმბოლოებით თამაშია - ნიშნებს კი მკითხველი სჭირდება, რაც გრაფიკული დიზაინის კომუნიკაციურ ბუნებაზე მიანიშნებს.

mp3players გრაფიკული დიზაინი პირველ რიგში კომუნიკაციის საშუალებაა. მისი დახმარებით საგნები თავის თავზე საუბრობენ, ახდენენ თავიანთი დადებითი და უარყოფითი თვისებების პრეზენტაციას, რომელიც ყოველდღიურმა თვალმა შეიძლება ვერ შეამჩნიოს. მას შემდეგ რაც საგანი გრაფიკული დიზაინის დამუშავების ქვეშ მოექცევა, ის ახალ ცხოვრებას იწყებს - თავისი ახალი ან სახეშეცვლილი სახით, ფორმით, თვისებით. თამამად შეიძლება ითქვას, რომ გრაფიკული დიზაინი რეალურ საგანს უფრო სასურველს ხდის. ამ აზრით გრაფიკული დიზაინი შუამავალია რეალურ საგანსა (პროდუქტსა) და მომხმარებელს შორის. ამოცანა რომელიც უნდა გადაიჭრას არის ის, თუ რა ნიშნები უნდა შეირჩეს მომხმარებლისთვის, რომ საგანი მისთვის მოსაწონი-მისაღები გახდეს.

გრაფიკულ დიზაინს მეტად რთული ფუნქცია გააჩნია - ჩაწვდეს რეალურ საგანს და ამოიცნოს თუნდაც ის პატარა ნაწილაკი, რაც საგანს სასურველს ხდის მომხმარებლისთვის და ეს წარმოაჩინოს ისე, რომ საგანი უფრო მეტად სასურველი გახდეს ვიდრე წარსულში.

georgian flag Tel.: (+995) 32 2 38 67 89; 32 2 21 24 96; 32 2 21 24 97; E-mail: info@original.ge
© 2024 Original.ge