sublimaciuri-bechdva

სუბლიმაციური ბეჭდვა

სუბლიმაციური ბეჭდვა ფერადი ბეჭდვის ერთ-ერთი სახეობაა. ეს ტექნოლოგია ნებისმიერი საგნის ზედაპირის გაფერადებისთვის და დეკორირებისთვის გამოიყენება. მეტწილად, სუბლიმირებულ ბეჭდვას ვიყენებთ იმ პროდუქციის გასაფორმებლად, რომელმაც თერმულ დამუშავებას უნდა გაუძლოს. სინთეტიკური თეთრი ან ფერადი ქსოვილები, სუვენირები, ჭიქები, კეპები, მაისურები. სუბლიმირებული ბეჭდვის საშუალებით საგნის ზედაპირზე ფოტოგრაფიული სიზუსტით შეგვიძლია გამოსახულების გადატანა. უმაღლესი ხარისხი და გამძლეობა გარანტირებულია.

ჩვენი ფირმის ხარისხი განპირობებულია მასალებით, რომლებსაც ვიყენებთ სუბლიმაციური ბეჭდვისას. სუბლიმაციური ბეჭდვისას გამოიყენება რამოდენიმე ტიპის თერმო მასალა : FLEX, FLOCK, PRINTABLE FLEX (იბეჭდება ეკო - სოლვენტური საღებავებით) და აგრეთვე ფურცლოვანი (იბეჭდება ჭავლური პრინტერთ). თერმო მასალა FLEX : გამოიყენება ისეთი ქსოვილებისათვის, როგორიცაა ბამბა, ნარევი პოლისტერ/ბამბა და პოლისტერ/აკრილი და სხვა ნაერთი ტექსტილისთვის. მათი გამოყენების სფერო ძალიან ფართოა, მათი გამოყენება შესაძლებელია მაისურებზე წარწერების გასაკეთებლად, სპორტული და სხვა ტანსაცმლისათვის, სპორტული ჩანთებისთვის, სარეკლამო მასალებისათვის, და სხვა. ეს რბილი და ელასტიური გადასაყვანი ფირი სასიამოვნოა შესახებად, კომფორტულია სატარებლად და შესაფერისია ხშირი გამოყენებისათვის. იგი გამოირჩევა შესანიშნავი გაუმჭვირვალობით. ნედლი მასალა არის ეკოლოგიურად ინერტული, არ შეიცავს PVC-ს, პლასტიფიკატორებსა და მძიმე მეტალებს. მასალების უმეტესობა ირეცხება 60° -ზე, ამასთან შესაძლებელია ქიმწმენდაც.

თერმო მასალა FLOCK FLOCK- ის განსაკუთრებული ბარხატის ფაქტურა და ბრწყინვალება მიღწეულია მაღალი ბოჭკოვანი სიმჭიდროვით. ამ მასალას აქვს დაჭრისა და გასუფთავების შესანიშნავი მახასიათებლები; შესაძლებელია დეტალური ლოგოებისა და განსაკუთრებულად პატარა წარწერების ამოჭრაც კი.

FLOCK-ი გამოიყენება ისეთ ტანსაცმელზე როგორიცაა, მაგალითად, უნიფორმა, სპორტული და დასასვენებელი ტანისამოსი, ასევე, ტექსტილის დიზაინებისათვის. მისი დაჭრა შესაძლებელია ყველა ჩვეულებრივი პლოტერით. რეკონემდირებულია FLOCK დანის გამოყენება (60°). გასუფთავების შემდეგ დაჭრილი მასალა გადადის თერმო პრესით.

სუბლიმაციური ბეჭდვა ჭიქებზე

სასაჩუქრე ატრიბუტიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია აგრეთვე ჭიქებზე ბეჭდვას. სახალისო დიზაინი ან კომპანიის ლოგო დატანილი ჭიქაზე ყველასთვის სასურველი საჩუქარია.

georgian flag Tel.: (+995) 32 2 38 67 89; 32 2 21 24 96; 32 2 21 24 97; E-mail: info@original.ge
© 2020 Original.ge