sachreli-ploteri

საჭრელი პლოტერი

საჭრელი პლოტერი უზრუნველყოფს გრაფიკული ან ტექსტური გამოსახულების დატანებას ზედაპირზე. ვფიქრობთ, ეს მეთოდი კლასიკაა გარე რეკლამის სფეროში. დღემდე ის არ კარგავს აქტუალობას, რადგან მიიჩნევა ერთ-ერთი ყველაზე ოპერატიულ, იაფ და ეფექტურ საშუალებად.

ჩვენ გადავწყვიტეთ საწარმო გაგვეახლებინა ისეთი ფუნქციით აღჭურვილი საჭრელი პლოტერით, რომელიც გამოიყენება არა მარტო ერთგვაროვანი ფერის, არამედ უკვე დაბეჭდილი გამოსახულების კონტურზე გამოსაჭრელად. მასზე არსებული ვიდეო თვალი შესაძლებლობას გვაძლევს სწრაფად და უზუსტესად გამოვსეროთ უკვე დაბეჭდილი და თუნდაც გალამინირებული პროდუქცია. საჭრელი პლოტერის მაქსიმალური ჭრის სიგანე შედგენს 1600 მმ.

georgian flag Tel.: (+995) 32 2 38 67 89; 32 2 21 24 96; 32 2 21 24 97; E-mail: info@original.ge
© 2020 Original.ge