gasaberi-productebi

სხვადასხვა ფორმისა და ზომის გასაბერი პროდუქტების დამზადება

გასაბერი ბუშტი

პატარა მოედანი, გიგანტური რეკლამა

ჩვენი გასაბერი ბუშტები იდეალური საშუალებაა
თქვენი ლოგოს ან სარეკლამო გზავნილის პრეზენტირებისათვის.

გამოსადეგია როგორც შიდა, ასევე გარე გამოყენებისათვის.

წარმოადგინეთ თქვენი ფირმის რეკლამა ამ განსხვავებული სახით, რომელიც განსკუთრებით ეფექტურია, თუ თქვენ მას ინტეგრირებული განათებით შეიძენთ.

ჩვენ ასევე შეგვიძლია, ბურთზე თქვენი გრაფიკული დიზაინი, ბანერის სახით განვათავსოთ, ისე რომ ნებისმიერ დროს შესაძლებელი იყოს მისი გამოცვლა.

აქ შესააძლებლობები ფორმისა და გამოსახულების მიხედვით შეუზღუდავია...

პროდუქტის ასლი

თქვენი პროდუქტი ჩვენთან წინა პლანზეა

...თუმცა ის არც ბეგრაუნდზე იკარგება!

რა უნდა იყოს თქვენი ფირმისთვის იმაზე კარგი და შტამბეჭდავი, ვიდრე თქვენი პროდუქტი?

თუ გინდათ, რომ თქვენმა პროდუქტმა ყურადღება მიიქციოს ივენთებსა და გამოფენებზე, გთავაზობთ მის ასლს მასშტაბით 20:1 (ან თქვენი სურვილისამებრ უფრო დიდი)!

შესრულების მაღალი ხარისხი და დედანთან მაქსიმალური მსგავსება სრული ბედნიერებისთვის!

ჩვენთან თქვენი პროდუქტი სანდო ხელშია!

ცაში მოცეკვავეები

იდეების ცეკვა

სპეციალური ინტეგრირებული ვენტილატორით აღჭურვილი მოცეკვავეები, თქვენი ივენთის მაყურებლები გახდებიან. ისინი ავლენ ჰაერში და კრეატიულობის ტანგოს იცეკვებენ.

მნიშვნელობა არ აქვს, ერთი თუ ორი ფეხით, ხელებით თუ უხელოდ, ისინი თავიანთი ცეკვით მოიზიდავენ მნახველებს და როგორც ჰიპნოზის ქვეშ მყოფებს, აყურებინებენ ჰაერში მოლივლივე თქვენს რეკლამას.

გასაბერი თაღები

თაღი

საჭიროა ნებისმიერი სპორტული ღონისძიების დროს! როგორც ფინიშის ხაზი, ასევე თაღი რომელზეც განთავსებულია მისალმების ტექსტი. ...მოახვედრეთ თქვენი ბრენდი სპორტული სამყაროს ფოკუსში!

ორი დამხმარის თანხლებით, თქვენ თვითონ შეგიძლიათ სულ რამოდენიმე წუთში უზარმაზარი თაღის გაბერვა და დამონტაჟება, რომელიც უმაღლეს მოთხოვნებსა და სტანდარტებს აკმაყოფილებს. ყოველი ჩვენი თაღი შესაძლებელია დამზადდეს საერთაშორისო ველორბოლის UCI-ნორმის გათვალისწინებით.

და ყველაზე საუკეთესო: პატარა ზომის თაღი, რომლის ტრანსპორტირება და მონტაჟის გაკეთება, მხოლოდ ორ პიროვნებას შეუძლია!

მოხეტიალე პროდუქტები

მარკეტინგი მოძრაობაში

თქვენ არ გჭირდებათ თქვენი დამკვეთების უკან დევნა, ამას თქვენს მაგივრად ისინი გააკეთებენ.

შეხვდით თქვენს დამკვეთებს იქ, სადაც მათ თქვენს გზავნილს უკეთესად მიაწვდით.

გაავრცელეთ თქვენი სარეკლამო ფლაერები ისეთი კოსტუმით, რომლითაც მათ სამუდამოდ ჩარჩებით მეხსიერებაში. გააგზავნეთ თქვენი პროდუქტის კოსტუმში გამოწყობილი პროდუქტი ივენთზე და აუცილებლად მოექცევით ყურადღების ცენტრში. რა შეიძლება იყოს ამ მეთოდზე ეფექტური?

მინი ბუშტი

პატარა, მაგრამ შთამბეჭდავი

მასშტაბურობა ყოველთვის არაა აუცილებელი! ხანდახან უკეთესია მცირე ზომის, მაგრამ პრაქტიკული, როგორიცაა ჩვენი მინიბურთები.

ვიტრინის უკან მყოფი ჩვენი ჰაერის საოცრებები შეუცვლელია!

არ საჭიროებს მუდმივად ჰაერის ტუმბვას, იბერება ძალიან სწრაფად.

დამზადება შესაძლებელია 10სმ – 200სმ.

ბილბორდები

მათთვის ვისაც სიმაღლეები იზიდავს...

დიდი პლაკატები ადვილად შესამჩნევია და ახდენს შთაბეჭდილებას.

აბა როგორი იქნებოდა, რომ შეგძლებოდათ თქვენი ბილბორდის ტრანსპორტირება და სასურველ ადგილზე დადგმა?

2,5 მეტრიანი ბილბორდი უკვე საკმაოდ შორი მანძილიდანაა ხილვადი!

ტრანპორტირებადი ბილბორდი, რომელიზეც განთავსდება თქვენი სარეკლამო ბანერი, რომელიც მოთხოვნილების მიხედვით გამოიცვლება? ამით არამხოლოდ დროს, არამეტ ფულს დაზოგავთ.

გასართობი ინვენტარი

ყურება ნებადართული, მონაწილეობა სასურველი

თქვენ გაქვთ ივენთი, მაგრამ არ გაქვთ იდეა, როგორ მიიქციოთ აუდიტორიის ყურადღება? რა პრობლემაა! ჩვენ გვაქვს გასაბერი მოდელების დიდი არჩევანი ყველანაირი სიტუაციისათვის. თქვენი გადასაწყვეტია, იყიდით და მრავალჯერადად გამოიყენებთ თუ მოკლე ვადით იქირავებთ. ჩვენთან ყველაფერია, როგორც პატარებისთვის – გასაბერი ციხე-სიმაგრეები, ასევე დიდებისთვის მინი-ფეხბურთი.

ყოველი მათგანი დაიბრენდება თქვენი სურვილისამებრ და იზრუნებს თქვენი სტუმრების გართობაზე.

სვეტები

გრძელი, ვიწრო და ეფექტური

ესენია სვეტები, რომლებზეც განთავსებულია თქვენი რეკლამები.. ასე მარტივი, ასე ეფექტური და ყველგან გამოყენებადი! რამოდენიმე წამში იგი მზადაა დაიკავოს თავისი ადგილი.

გაუბერავი იმდენად პატარაა, რომ მისი ტრანსპორტირება და შენახვა ძალზე მოსახერხებელია.

ხელმისაწვდომია ჩვენი სვეტების ყველა ზომა და სტილი. ჩვენ მოხარულები ვიქნებით თქვენი უცნაური იდეის რეალიზების.

განათებული სვეტები, განსაკუთრებით ლამაზია სიბნელეში.

სტენდები

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ბართან

გამოფენების მოწყობა, დაკავშირებულია დიდ ძალისხმევასთან, ბევრ სამუშაო საათებსა და დიდ ფულთან. მაგრამ ეს საჭირო არაა!

ჩვენ გთავაზობთ, გამზადებულ სტენდს, რომელსაც მხოლოდ შეაერთებთ როზეტში და რამოდენიმე წუთში, თქვენს წინაშეა გამზადებული ბარი.

მეტისმეტად მარტივად ჟღერს, იმისთვის რომ სიმმართლეს შეესაბამებოდეს? მაგრამ ზუსტად ასეა! ჩვენი სტენდები, მართლაც მარტივი და ეფექტურებია. შეგვიძლია შემოგთავაზოთ, ყველა ფორმის, ზომის და ფერის, ნებისმიერი დაბრენდვით.

კარვები

ყველაფერი ერთ ჭერქვეშ

კარვებს არ ვიყენებ დიდი სიამოვნებით, ვინაიდან ისინი საკმაოდ ძვირია, მოითხოვს დიდ სამონტაჟო დროს და ყელაფერს რომ თავი დაანებო, ყოველი მათგანი ერთმანეთს გავს.

თქვენც ასე ფიქრობთ?

მაშინ ნათელია, რომ თქვენ გასაბერი კარავი არასოდეს არ გამოგიყენებიათ!

ინდივიდუალური, რთული ფორმები, რომელიც სულ რამოდენიმე წუთში გაიბერება და გამოყენებისათვის მზად იქნება. რატომ უნდა ვიქირავო, როცა ის ასეთი იაფია?

თქვენ ყველაფერთან ერთად ზოგავთ საწყობის ფულს, რადგან ის გაუბერავ მდგომარეობაში ძალიან პატარაა, იმდენად პატარა რომ მისი ტრანსპორტირება, მსუბუქი მანქანის საბარგულითაც შესაძლებელია.

გიგანტური პროდუქტი - დიდი ბიზნესისათვის

გიგანტური პროდუქტი - დიდი ბიზნესისათვის

რა უნდა იყოს თქვენი ფირმისთვის იმაზე კარგი და შტამბეჭდავი, ვიდრე თქვენი პროდუქტი?

თუ გინდათ, რომ თქვენმა პროდუქტმა ივენთებსა და გამოფენებზე ყურადღება მიიქციოს, გთავაზობთ მის 20 მეტრიან ასლს!

ერთად დავიპყროთ სიმაღლეები..

ბოთლები

ცარიელი ბოთლი? ჩვენთან არა!

ბოთლების დამზადება უკვე დიდი ხანია პოპულარულობით სარგებლობს და ჩვენი დაკვეთების დიდ ნაწილს შეადგენს.
მაღაზიებში იმდენად დიდია ლუდის ასორტიმენტი, რომ ძნელია გამოარჩიო რომელიმე კონკრეტული ბრენდი დანარჩენი მასისგან.
ამისთვის გთავაზობთ გასაბერ ბოთლს, რომელიც რეკლამის უმარტივესი საშუალებაა. ის არის ინდივიდუალური, ძალიან მსუბუქი და შესანახად მარტივი, ვინაიდან ცოტა ადგილს იკავებს.
ყველაფერთან ერთად, აქვს ძლიერი მიმზიდველობა და სარეკლამო ეფექტი, რომლის მოხდენაც მომხმარებელზე მხოლოდ მაღალფასიანი სარეკლამო კამპანიებითაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ზომას და ფორმას, შეუზღუდავია, ასე რომ მიეცით თქვენს ფანტაზიას თავისუფლება.
მაშ რატომ არ უნდა მიიქციოთ ყურადღება შემდეგ ივენთზე? ან იმის შემდეგზე და კიდევ შემდეგზე...

georgian flag Tel.: (+995) 32 2 38 67 89; 32 2 21 24 96; 32 2 21 24 97; E-mail: info@original.ge
© 2020 Original.ge