farto-formatiani-bechdva

ფართო ფორმატიანი ბეჭდვა

დღესდღეობით გარე რეკლამა რეკლამირების ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. ქუჩებში სხვადასხვა კონსტრუქციებზე გაკრული სხვადასხვა ფორმატის ნაბეჭდი სარეკლამო პლაკატები ეფექტურად იქცევს გამვლელების ყურადღებას. გარე რეკლამა წარმოუდგენელია ფართოფორმატიანი ბეჭდვის გარეშე. ამ სფეროში ჩვენ 12 წლიანი გამოცდილება გაგვაჩნია. ბაზრის მოთხოვნის თანახმად გვაქვს საშუალო და მაღალი ხარისხის ბეჭდვის დანადგარები. საშუალო ხარისხის მანქანის ზომაა 3,20 მ. ვბეჭდავთ პოლიმერულ მასალებზე სოლვენტური საღებავებით. ამ ტექნოლოგიით შექმნილი საბოლოო პროდუქტი გამძლეა ატმოსფერული ნალექებისა და მზის სხივების მიმართ. მაღალი ხარისხის საბეჭდი მანქანის Roland vs 640 -ის ზომაა 1,60მ.

ჩვენთან დაკვეთილი გარე რეკლამის უპირატესობებია:

- სისწრაფე

- შესაძლებლობა დავბეჭდოთ პანტონის ფერებით - მეტალის ფერებით. აგრეთვე თეთრით

- დავბეჭდოთ თეთრი ფონი და ზევიდან ნებისმიერი სხვა ფერი

- აგრეთვე ამოვსეროთ კონტურზე ან ნაბეჭდი გავალამინიროთ და შემდეგ ამოვსეროთ

georgian flag Tel.: (+995) 32 2 38 67 89; 32 2 21 24 96; 32 2 21 24 97; E-mail: info@original.ge
© 2020 Original.ge