
აბრეშუმოგრაფია
აბრეშუმოგრაფია ტრაფარეტული ბეჭდვის ერთ-ერთი სახეობაა. აბრეშუმოგრაფია რამდენიმე ტექნოლოგიის კომპლექსური, ერთობლივი გამოყენებაა. ამ საინტერესო და დახვეწილი მეთოდით შესაძლებელია პრაქტიკულად ნებისმიერ მასალაზე მუშაობა.
ქაღალდი, პლასტმასი, მინა, კერამიკა, მეტალი, ქსოვილი, ტყავი, კაუჩუკი - არჩევანი შეუზღუდავია. აბრეშუმოგრაფიას რამდენიმე უპირატესობა აქვს: დატანებული საღებავების სიმკვეთრე და სისქე, გამძლეობა ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში, გამოყენების ფართო სპექტრი.


